ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო - მესამე მედალი ჩინეთიდან | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]

ჩინეთში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სამი წონითი კატეგორიიდან საქართველოს ნაკრების წევრები, კვარცხლბეკზე სამივეში ავიდნენ.

ამირან პაპინაშვილის (60 კგ.) ვერცხლისა და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ბრინჯაოს მედლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა. გორელმა ფალავანმა, მცირე ფინალში მონღოლი, ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დებიუტში მიღებული თითო გაფრთხილების შემდეგ, მალევე ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და შარშანდელი მასტერსის ვერცხლს, წლევანდელი ბრინჯაოც შემატა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში ხვალ კიდევ სამი ქართველი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ჩაერთვება.