ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ოსაკა დაგეგმილზე ადრე დატოვეს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი საქართველოში დაბრუნების მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილს წონა ჩაბარებული ჰქონდა და 24 ნოემბერს გასამართი შეხვედრებისთვის ემზადებოდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მისი ტურნირზე გამოუცხადებლობის მიზეზად ტრავმა დაასახელა.