ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში, ძიუდოში ტრადიციული გრან-პრის გათამაშება მიმდინარეობს, სადაც დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილმა დამატებითი დროის 8:19 წუთზე გერმანელ ზინგს მესამე შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ ჰააგის ტურნირზე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.
ჭრიკიშვილი მეორე წრეში ჰოლანდიის წარმომადგენელ ტომ ბონეშანსკერს შეხვდება,
90 კგ. წონითი კატეგორიის ფავორიტი კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერეზადიშვილია.
100 კგ. წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანია, რომელიც ტურნირში ჭრიკიშვილის მსგავსად მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე რუმინელი ვალენტინ რადუ იქნება.