შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).
მერვედფინალურ შეხვედრაში ქართველმა იტალიელი გაბრიელე სული გაფრთხილებებით დაამარცხა და მეოთხედფინალში მონღოლ ბატზაისთან იჭიდავებს.
ტურნირზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე 81 კგ), ასევე 73 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძეც.
დღეს გამომსვლელი ძიუდოისტებიდან ტურნირს უკვე გამოეთიშნენ – მიხეილ ბახბახაშვილი,გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა (ორივე 81 კგ), ნინო გეთიაშვილი, ეთერ ასკილაშვილი (ორივე 63 კგ) და რეგინა უთნელიშვილი (70 კგ).
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
25 მარტი
10:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი