ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) აგრძელებს.

მეოთხედფინალში ლაშამ 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (66კგ-ში) ,იტალიელი ფაბიო ბაზილე დამატებით დროში იპონით დაამარცხდა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში ჭიდაობის უფლების მოსაპოვებლად ქართველი ყველასათვის უცნობ ახალგაზრდა პოლონელ ძიუდოისტს, ადამ სტოდოლსკის დაუპირისპირდება.

81 კგ-ში დღეს გამომსვლელი ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი – გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.