ლაშა ლომიძეს ჩელენჯ ქაფზე საუკეთესო სტატისტიკა აქვს
ლაშა ლომიძეს ჩელენჯ ქაფზე საუკეთესო სტატისტიკა აქვს

ლაშა ლომიძე იმ იშვიათ ქართველ მორაგბეთაგანია, რომელიც ინგლისის პრემიერშიფის გუნდში ირიცხება. ქართველი მესამეხაზელი ლონდონ აირიშის წევრია და წელს ჩელენჯ თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ლონდონ აირიშის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს: “ლაშა ლომიძემ ძალზედ შთამბეჭდავად ითამაშა ევროპის ჩელენჯის თასზე. იგი იყო ერთადერთი მოთამაშე მთელს ტურნირზე, რომელმაც მოახერხა და ოცდაათზე მეტი ბოჭვა და შეტევა გააკეთა”.

პრემიერშიფში მან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა კლუბის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში უკვე ითხოვენ ლაშას ძირითად შემადგენლობაში ხილვას.

“უკვე დროა იგი პრემიერშიფისთვის მოემზადოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს (გუნდის წარმატებაში)” – წერს გუნდის გულშემატკივარი გრემ ოსტრიჯი.

ბრაიან მონუმენტი ლომიძის გარჯას დადებითად აფასებს: “ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, მისი დიდი იმედი გვაქვს”.