ლაშა დვალმა უნგრეთში გოლი გაიტანა და თავისი ახალი კლუბი „ფერენცვაროში“ საჩემპიონო ოქროს მედალს დააახლოვა.
უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში „ფერენცვაროშმა“ „პაკშს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 23 წლის მცველმა ანგარიში 28-ე წამზე გახსნა – ლაშა დვალმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და უძლიერესად დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კი კარში ჩაეშვა.
დვალი ბუდაპეშტურ კლუბში ზამთარში გადავიდა და შვიდ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა. მისმა კლუბმა 27 ტურის შემდეგ 61 ქულა დააგროვა, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და 11 ქულით ასწრებს მეორეადგილოსან „ვიდს.
Villámgóllal vezet a Fradi
A forduló első gólja nem váratott sokáig magára.A listavezető Ferencvárosi Torna Club Dvali megpattanó lövésével 30 másodperc után került előnybe a PAKSI FC ellen.A 17 órától kezdődő meccsek élőben: http://bit.ly/2G3BQRF
Posted by M4Sport on შაბათი, 06 აპრილი, 2019