ლაშა დვალმა უნგრეთში გოლი გაიტანა

22:15, 06.04.2019

ლაშა დვალმა უნგრეთში გოლი გაიტანა და თავისი ახალი კლუბი „ფერენცვაროში“ საჩემპიონო ოქროს მედალს დააახლოვა.

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში „ფერენცვაროშმა“ „პაკშს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 23 წლის მცველმა ანგარიში 28-ე წამზე გახსნა – ლაშა დვალმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და უძლიერესად დაარტყა, მცველისგან ასხლეტილი ბურთი კი კარში ჩაეშვა.

დვალი ბუდაპეშტურ კლუბში ზამთარში გადავიდა და შვიდ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა. მისმა კლუბმა 27 ტურის შემდეგ 61 ქულა დააგროვა, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და 11 ქულით ასწრებს მეორეადგილოსან „ვიდს.

https://www.facebook.com/M4sport.hivatalos/videos/2069965646456726/

მსგავსი