ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში განაცხადა.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა.