სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში მივიდა [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში მივიდა [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში მივიდა.

სალომე ზურაბიშვილს მისვლისას ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებია.

როგორც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟვანიამ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად დასრულებულია და ზურაბიშვილი საპრეზიდენტო საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.