ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ პრეზიდენტი შეწყალების კომისიაზე განცხადებას სავარაუდოდ ძველით ახალი წლისთვის გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიაზე განცხადებას სავარაუდოდ ძველით ახალი წლისთვის გააკეთებს.
„შეწყალების კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად ჩამოყალიბდება და ამის შესახებ განცხადება გაკეთდება. ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, ალბათ, ძველით ახალი წლისთვის“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შეწყალების კომისია მისმა თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა დატოვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაწყებულია.