ლაშა ჩხარტიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
ლაშა ჩხარტიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც შეხვედრის დატოვების შემდეგ ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შეხვედრაზე განხილული საკითხები.

„ლეიბორისტები არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ფარსში, კოსმეტიკურ ცვლილებებში, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსს, რადგან მთავარ საკითხებზე არ მიდის დათმობებზე. ის წინააღმდეგია, რომ საუკეთესო შედეგების მქონე პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ პარიტეტი საარჩევნო კომისიაში“, – აცხადებს ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ერევა პოლიტიკური კლიპების შინაარსშიც.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ასევე წინააღმდეგობა შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ექსკლუზიურ წინადადებას, რომ არჩევნები იყოს სავალდებულო.