ლაშა ბექაურმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა |ძიუდო
მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში უნგრელი როლანდ გოზი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 81კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა ოქროს მედალი მოიპოვა. ახალკაცმა ფინალში რუს დავიდ კარაპეტიანთან სუფთა გამარჯვებას მიაღწია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი კი ტატო გრიგალაშვილს ერგო. 70კგ-ში მოასპარეზე მარიამ ჭანტურია სამწუხაროდ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.