ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება
ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები ოპოთეკურ სესხებსაც შეეხება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა. კონკრეტულად კი, ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზრდება.

ამასთან, კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა 60 პროცენტიდან 70 პროცენტამდე მსუბუქდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანია, მოაცილოს ბიუროკრატიული ტვირთი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს, რაც შეიძლება მოქნილი გახადოს დაკრედიტება ისეთი მსესხებლებისთვის, ვინც არის გადახდისუნარიანი.