ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში უხვი ნალექის გამო ადიდებულმა წყალმა ხიდები დააზიანა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში უხვი ნალექის გამო ადიდებულმა წყალმა ხიდები დააზიანა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში, ძლიერი წვიმის შედეგად წყალი ადიდდა და ხიდები დაზიანდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წყალმა სამი ხიდი დააზიანა, დანგრეულია გადასასვლელები, რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, ეზოებში კი, ნიადაგი ჩამოიშალა.

„მსგავსი ამინდი და უხვი ნალექი არ გვახსოვს. წყალმა ხიდები წაიღო. დღეს აქ იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სპეციალური კომისია აღრიცხავს ზარალს. საჭირო იქნება თანხების მოძიება, რათა წარმოქნილი პრობლემები მოგვარდეს“, – აცხადებს ჩოჩხათის თემში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი რევაზ ფაცურია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, გზებიც დაიტბორა.