ლანჩხუთში წვიმის გამო გზები დაიტბორა, სოფელ ჩოჩხათში კი, მეწყერი ჩამოწვა
ლანჩხუთში წვიმის გამო გზები დაიტბორა, სოფელ ჩოჩხათში კი, მეწყერი ჩამოწვა

ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაიტბორა გზები, დაზიანდა ხიდები და გადასასვლელები. ასევე, სოფელ ჩოჩხათში მეწყერი ჩამოწვა.

პირველ არხს ლანჩხუთის მერიაში განუცხადეს, რომ ვითარებას ადგილზე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მისი პირველი მოადგილე გოგი ფაცურია. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისია.