ლამინ იამალი – ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მე და მბაპე ვართ #1TVSPORT
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებასთან დაკავშირებით კომენტარი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის აზრით, ეს მნიშვნელოვანი პრიზი მას ეკუთვნის. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები თავად და კილიან მბაპე არიან.
„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესოები მე და მბაპე ვართ. ჩემი წლევანდელი შედეგების გათვალისწინებით, ამ ჯილდოს ნამდვილად ვიმსახურებ. ეს ფაქტი ნათელია ყველასთვის, ვინც ფეხბურთს აქტიურად ადევნებს თვალს“, – აცხადებს იამალი.
ლამინ იამალმა 2026 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და, რაც მთავარია, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, France Football-მა ჯილდოს მოგების 30 კანდიდატი 8 სექტემბერს დაასახელა, ხოლო გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.