ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა
ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია.

როგორც ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი დღეს დაიღუპა.