ლალი ტურძელაძე – კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა

20:10, 01.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია.

როგორც ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი დღეს დაიღუპა.

მსგავსი