„ლაიპციგმა" „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა
„ლაიპციგმა" „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალისტი „ლაიპციგი“ გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დანიელ ოლმომ იდეალური თავურით გახსნა ანგარიში და დააწინაურა „ლაიპციგი“. საგოლე პასი მარსელ ზაბიტცერმა შეასრულა.

71-ე წუთზე „ატლეტიკომ“ გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა ჟოაო ფელიქსმა 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე შეასრულა ის.

88-ე წუთზე „ლაიპციგმა“ სწრაფი შეტევა განახორციელა, კარგად დატოვა საჯარიმოს ხაზთან ტაილერ ადამსი, რომლის დარტყმა რიკოშეტით შევარდა იან ობლაკის კარში – 2:1.

ამ მოგებით გერმანული კლუბი ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და იქ 18 აგვისტოს შეხვდება „პარი სენ-ჟერმენს“. ეს იქნება ორი ახალგაზრდა გერმანელი მწვრთნელის იულიან ნაგელმანისა და თომას ტუხელის დაპირისპირება.

გია თვალაბეიშვილი