ლაგოდეხის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
ლაგოდეხის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ლაგოდეხის აფენის თემში სამი საარჩევნო უბნის მონაცემებით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ შველიძე.

მეორე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი მალხაზ მელაშვილი, ხოლო მესამეზე „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით ბეგლარიშვილი.

N 15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, სამი უბანზე ამომრჩეველთა ხმების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ამომრჩეველთა 80 პროცენტმა მისცა ხმა.

„დარჩენილია ერთი უბნის შედეგები, თუმცა უპირატესობა იმდენად დიდია, რომ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის ოთხ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.6 პროცენტი (2 413 ამომრჩეველი) შეადგინა.