ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

09:21, 06.04.2021

შს სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

შემთხვევა გუშინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის ვაჟს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

მამაკაცს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი