ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შუახნის კაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შუახნის კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შუახნის კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სოფელში მდებარე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.

დაჭრის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.