ლადო კახაძე - დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა სწორ და სამართლიან არჩევანს გააკეთებს​
ლადო კახაძე - დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა სწორ და სამართლიან არჩევანს გააკეთებს​

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე მეორე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებს.

მისი თქმით, მეორე ტურში იმ ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედიც აქვს, რომლებსაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„აქტივობა რასაკვირველია გაიზრდება. ორი ადამიანი დარჩა ველზე და მოსახლეობა კარგად ხვდება ჩემი და ჩემი ოპონენტის ცხოვრების წესს. განსხვავებას იმ ძალის, სადაც ოპონენტი არის ასოცირებული და სადაც მე ვარ ასოცირებული, ანუ აირჩევს დესტრუქციას ან კონსტრუქციას. მე კონსტრუქციაში ვარ ყოველთვის, ჩემი ცხოვრება არასოდეს დესტრუქციულ მხარეს არ ყოფილა არც სიტყვით და არც ქმედებით. იმედი მაქვს იმ ადამიანების, ვისაც საქმის კეთება უნდა, ადამიანის და მოყვასის მიმართ პატივისცემა და ღირსების გრძნობა არ აუყრია და ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა სწორ და სამართლიან არჩევანს გააკეთებს”, – აღნიშნავს კახაძე.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422). ​

დატოვე კომენტარი