ლადო აფხაზავას ფოტო მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ხვალ დასახელდება
ლადო აფხაზავას ფოტო მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან - მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ხვალ დასახელდება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზე „ფეისბუქში“ ვრცელდება მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო ცნობილ მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. აღსანიშნავია, რომ „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტი მსოფლიოდან და მათ შორის, ლადო აფხაზავა სწორედ ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა.

ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

დუბაიში ლადო აფხაზავას ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩის საპატიო წოდებები მიანიჭეს.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

პედაგოგმა ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე დღეს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

დუბაიში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება და ღონისძიებას აშუქებს.

 

დატოვე კომენტარი