რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი გახდება, – ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
არაბულმა კლუბმა 28 წლის სერბის ტრანსფერთან დაკავშირებით რომაული გუნდის მენეჯრებთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.
თავად ფეხბურთელი ჯერ არ ჩამოყალიბებულა თავის მომავალზე. მილინკოვიჩ-სავიჩი მზად არის, განიხილოს არაბულ მხარესთან კონტრაქტის პირობები. ახლა ყველაფერი ნახევარმცველზეა დამოკიდებული, რომელსაც სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს.
გასულ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა სერია A-ს 36 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.