ლა ლიგის პრეზიდენტი - გვინდა, რომ ჩემპიონატი ივნისში განახლდეს
ლა ლიგის პრეზიდენტი - გვინდა, რომ ჩემპიონატი ივნისში განახლდეს

ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს სურს, რომ ესპანეთის შეჩერებული ჩემპიონატი ივნისში განახლდეს და სეზონი ამ ზაფხულს დაასრულონ.

„კრიზისი ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ფეხბურთის დაბრუნება ნიშნავს, რომ ესპანეთში სიცოცხლე დაბრუნდა, – ციტირებს ტებასის სიტყვებს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. – უნდა დავაბრუნოთ, რაც ასე უყვართ ესპანეთსა და მთელ მსოფლიოში.

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაა, მდგომარეობა უჩვეულო, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონატი ივნისში განახლდეს და სეზონი ამ ზაფხულს დავასრულოთ. ფეხბურთის დაბრუნება გამარჯვებას ნიშნავს“.