ლა ლიგაში ქართველმა გოლი 24-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა #1TVSPORT
ლა ლიგაში ქართველმა გოლი 24-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა #1TVSPORT

„ოსასუნას“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა პორტალებმა შეაფასეს – Whoscored-მა ქართველ თავდამსხმელს 7,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მა – 7,4 ქულა, ხოლო Flashscore-მა – 7,3 ქულა.

მიქაუტაძე მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაიტანა. მანამდე ლა ლიგაში ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძეს ჰქონდა გატანილი. „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა „რეალ სოსიედადში“ ჩატარებულ 13 მატჩში ერთხელ გამოიჩინა თავი – ეს 2001 წლის 7 ოქტომბერს „სევილიასთან“ შეხვედრაში მოახერხა.

ლა ლიგა ერთადერთი ლიგაა შოთა არველაძის კარიერაში, სადაც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 2007-2008 წლებში „ლევანტეში“ ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ვერ გაიტანა. ლა ლიგაში უთამაშია გიორგი ქოჩორაშვილსაც და გოლი არც მის ანგარიშზეა.