„ლა ლიგაში“ ორშაბათობით აღარ ითამაშებენ

22:39, 01.03.2019

2019-20 წლების სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში ორშაბათობით მატჩები აღარ გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა გამოაცხადა.

„ფეხბურთი აღარ იქნება ორშაბათობით. მომდევნო სეზონიდან, ლა ლიგის მატჩები შაბათობით და კვირაობით გაიმართება. ბიზნესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ პრეზიდენტმა.

მან აგრეთვე დაამატა, რომ პარასკევის მატჩების გაუქმებაც განიხილება.

მსგავსი