ლა ლიგას პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომაზე ფიქრობს
ლა ლიგას პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომაზე ფიქრობს

ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი პოსტიდან გადადგომის ვარიანტს განიხილავს.

როგორც რადიოსადგური COPE იტყობინება, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება გახდეს 2018 წლით დათარიღებული შემთხვევა. მაშინ, ტებასმა მეორე დივიზიონში მოთამაშე „ფუენლაბრადას“ 130 ათასი ევრო მოსთხოვა იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა, ეს შემოსავალი ოფიციალურად არ გაუფორმებია.

ტებასი ლა ლიგას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. 2019 წელს, ის ახალი, ოთხწლიანი ვადით აირჩიეს თანამდებობაზე.