ლა ლიგამ და ფედერაციამ სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარებაზე მოილაპარაკეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგას ხელმძღვანელობამ შეათანხმეს 2019-20 წლების სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარების გეგმა.
ლუის რუბიალესმა და ხავიერ ტებასმა მოილაპარაკეს, რომ ესპანეთის ჩემპიონატი ივნისში განახლდება. მატჩები ყოველდღე გაიმართება. ამასთან, ერთი კლუბის მატჩებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა იყოს ინტერვალი. ეს საშუალებას მისცემს გუნდებს კვირაში ორ-ორი მატჩი ჩაატარონ. ბოლო ტური 29 ივლისისთვის არის დაგეგმილი.
უახლოეს დროში, დოკუმენტს მთავრობაში გააგზავნიან რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი შინაარსი.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მთავრობამ უფლება მისცა კლუბებს – 18 მაისიდან დაიწყონ გუნდური ვარჯიშები.