ლა ლიგა დასჯის ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშზე უარს განაცხადებენ
ლა ლიგა დასჯის ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშზე უარს განაცხადებენ

ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს დისციპლინარული სასჯელი ელოდებათ, თუ ისინი სეზონის განახლების შემდეგ თამაშზე უარს იტყვიან.

„თუ მოთამაშე ან კლუბი უარი იტყვის თამაშზე? ეს იქნება სადისციპლინო განხილვის საგანი. როცა არსებობს სეზონის განახლების რეზოლუცია, ხოლო ვიღაცას თამაში არ სურს, ეს გამოუცხადებლობას ნიშნავს. თქვენ არ შეგიძლიათ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება.

დანაკარგი სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შემთხვევაში? ეს თანხა ერთ მილიარდ ევროს გაუტოლდება. მაყურებლების გარეშე ჩატარებული მატჩების შემთხვევაში, ზარალი 300 მილიონი ევრო იქნება“, – თქვა ტებასმა.