კვლევის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99 პროცენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99 პროცენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდა. ამის შესახებ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა მხოლოდ 0,8 პროცენტს არ აღენიშნებოდა სხვა პათოლოგიები.
დაღუპულთა 75 პროცენტს მაღალი არტერიული წნევა – ჰიპერტენზია აღენიშნებოდა, ხოლო 35-ს დიაბეტი ჰქონდა, ერთ მესამედს გულის სხვადასხვა დაავადებები აწუხებდა.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79,5 წელია. 40 წლამდე გარდაცვლილთა უმეტესობა იყო მამაკაცი, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ჰქონდათ.
გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსს 627 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შედეგად 4 032 ადამიანი გარდაიცვალა.