კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს
ბრიტანეთში „დეილი ტელეგრაფის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს.
გამოკითხულთა 46 % -ს მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა თავდაპირველად მტკივნეული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – კეთილდღეობის მომტანი.
გამოკითხულთა 40 % -ს მიაჩნია, რომ ბრექსიტი უნდა გადაიდოს. შეგახსენებთ , დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის სულ მცირე სამი თვით გადადებას დაუჭირა მხარი.
პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ორჯერ წარდგენილმა ბრექსიტის გეგმამ პარლამენტის მხარდაჭერა ერთხელაც ვერ მოიპოვა. შედეგად, ქვეყანა გაერთიანების შეთანხმების გარეშე დატოვების რისკის წინაშე დგას.