კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს

15:10, 19.03.2019

ბრიტანეთში „დეილი ტელეგრაფის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს.

გამოკითხულთა 46 % -ს მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა თავდაპირველად მტკივნეული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – კეთილდღეობის მომტანი.

გამოკითხულთა 40 % -ს მიაჩნია, რომ ბრექსიტი უნდა გადაიდოს. შეგახსენებთ , დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის სულ მცირე სამი თვით გადადებას დაუჭირა მხარი.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ორჯერ წარდგენილმა ბრექსიტის გეგმამ პარლამენტის მხარდაჭერა ერთხელაც ვერ მოიპოვა. შედეგად, ქვეყანა გაერთიანების შეთანხმების გარეშე დატოვების რისკის წინაშე დგას.

მსგავსი