კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ილია მეორე სვეტიცხოველში წირვას აღავლენს

10:43, 15.04.2018

დღეს კვირაცხოვლობაა. აღდგომის შემდეგ კვირას მართმადიდებელი სამყარო თომას კვირადაც მოიხსენიებს, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლას იხსენებენ.

სვეტიცხოვლის ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას აღავლენს.

სახარების მიხედვით, თომა მოციქულმა ქრისტეს აღდგომა იქამდე არ დაიჯერა, ვიდრე მაცხოვარი საკუთარი თვალით არ ნახა. ქრისტეს მოწაფეების მტკიცების მოუხედავად, ის პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).
სწორედ ამის შემდეგ, აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას აღდგომის დასტურად.

კვირაცხოვლობას ტაძრებში მორწმუნეებს ურიგდებათ დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.

 

მსგავსი