კვიპროსული მედია ლორიაზე - „ანორთოსისმა“ სტაბილური მეკარე მონახა
კვიპროსული მედია ლორიაზე - „ანორთოსისმა“ სტაბილური მეკარე მონახა

„სტაბილური“ – ასე ლაკონურად დაახასიათა კვიპროსულმა გამოცემა „ბალამ“ ფანაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე გიორგი ლორია.

„ჩატარებული თამაშების რაოდენობით ლორია წელს „ანორთოსისის“ წევრებს შორის მეოთხე ადგილზეა. მან გუნდის ფორმა 23 თამაშიდან 21-ში მოირგო. ქართველის სახით „ანორთოსისმა“ სწორედ ის სტაბილური მეკარე იპოვა, რომელსაც ეძებდა. თემურ ქეცბაია კი ელის, რომ გიორგი მის გაწვრთნილ გუნდს მომავალშიც დაეხმარება. ლორიამ „ლედიში“ („ანორთოსისის“ ზედმეტსახელია) 21 შეხვედრაში 1890 წუთი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა. ასევე საიმედო იყო 2018/19 წლების სეზონში „მაგდებურგში“, რომელიც ლიგიდან გავარდა. მაგრამ ქართველმა მეკარემ 11 მატჩში (986 წუთი) მხოლოდ 10 გოლი გაუშვა“ – წერს გამოცემა.

გიორგი ლორია მიმდინარე სეზონში კვიპროსულმა მედიამ და გულშემატკივრებმა არაერთხელ გამოარჩიეს. ახლახანს, კვიპროსის ფეხბურთის პროფესიული კავშირის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო კიპერების სამეულში დაასახელეს.