კვიპროსული გამოცემა - ლორია და დაუშვილი „ანორთოსისში“ დარჩნენ
კვიპროსული გამოცემა - ლორია და დაუშვილი „ანორთოსისში“ დარჩნენ

კვიპროსული გამოცემის, cyprustimes-ის ცნობით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე დარჩება.

„გიორგი ლორიას და მურთაზ დაუშვილს ფამაგუსტას „კლუბთან“ კონტრაქტი აკავშირებთ. მათი წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ „ანორთოსისისს“ დაინტერესებული კლუბი საინტერესო ფინანსური შეთავაზებით მიმართავდა. ორივე ქართველი მოთამაშეს ხელშეკრულებაში ჩაწერილია ვადა და თანხა, როდესაც მათ საშუალება ჰქონდათ, გუნდი დაეტოვებინათ. დაინტერესებულ კლუბს კონტრაქტში ჩაწერილი ეს თანხა 31 მაისამდე უნდა გადაეხადა. ეს ვადა უკვე გავიდა და ახლა უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ორივე ქართველი მომავალ სეზონშიც „ანორთოსისში“ ითამაშებს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“, რომელსაც თემურ ქეცბაია ავარჯიშებს, ევროპის ლიგაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლორია და დაუშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან.