კვიპროსი უცხოელ ტურისტებს კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს
კვიპროსი უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ზაფხულს ამ ქვეყენაში გაატარებენ, კორონავირუსის მკურნალობის ყველა ხარჯს დაუფარავს.
ქვეყნის მთავრობის ინიციატივით, ის ტურისტები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაზე დასვენების დროს დაავადდებიან, მედიკამენტებისა და საკვების საფასურს არ გადაიხდიან. კვიპროსის ბიუჯეტიდან დაიფარება ინფიცირებულთა ოჯახის წევრების ქვეყენაში დარჩენისა და კვების ხარჯებიც.
კვიპროსის ხელისუფლების ცნობით, სპეციალურად ტურისტებისთვის იქნება გამოყოფილი საავადმყოფო, სადაც 100 საწოლი განთავსდება, ხოლო მათი ოჯახის წევრები სასტუმროებში დარჩებიან,
კვიპროსის ხელისუფლებამ სხვა ქვეყნების მთავრობებს დეტალურად შეატყობინა იმ გეგმის შესახებ, რომლითაც კვიპროსში ტურისტული სეზონის გახსნა იგეგმება. ხუთგვერდიან წერილს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნა, ხელს კვიპროსის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრი აწერენ.
კვიპროსში სასტუმროები ტურისტების მიღებას უკვე 9 ივნისიდან შეძლებენ. პირველ ეტაპზე საზღვარი გაიხსნება გერმანიის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის. 20 ივნისიდან ამ ნუსხას უნდა დაემატოს ცენტრალური ევროპის ქვეყნები. გაერთიანებული სამეფოს, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები კვიპროსზე გამგზავრებას ივლისიდან შეძლებენ.
კვიპროსი მთლიანი შიდა პროდუქტის 13 პროცენტი ტურიზმზე მოდის.