კვარაცხელია ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეა - სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ქართველი დაასახელეს #1TVSPORT
საფეხბურთო ინტერნეტ-პორტალმა whoscored-მა საქართველოს ნაკრების შვიდი მოთამაშე დაასახელა უეფა-ს ერთა ლიგა C4 ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში.
რჩეული 11-იდან 7 ქართველია, 2-2 კი ბულგარელი და ჩრდილოეთ მაკედონიელი. whoscored-მა საუკეთესოები 6 ტურის შეხვედრების საშუალო შეფასებების მიხედვით შეადგინა და გუნდი 4-4-2 სათამაშო სქემით განალაგა.
მეკარე
გიორგი მამარდაშვილი (7.2 – საქართველო)
მცველები
საბა ლობჟანიძე (7.1 – საქართველო), გურამ კაშია (7.1 – საქართველო), საბა კვირკველია (7.2 – საქართველო), ანტონ ნედელიაკოვი (6.9 – ბულგარეთი)
ნახევარმცველები
კირილ დესპოდოვი (7.0 – ბულგარეთი), ხვიჩა კვარაცხელია (8.2 – საქართველო), ენის ბარდი (7.2 – ჩრდილოეთ მაკედონია), გიორგი წიტაიშვილი (7.2 – საქართველო).
თავდამსხმელები
ბუდუ ზივზივაძე (7.3 – საქართველო), დარკო ჩურლინოვი (7.1 – ჩრდილოეთ მაკედონია)
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის განვლილ 6 შეხვედრაში საშუალოდ 8.2 შეფასება დაიმსახურა და ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ამავე დროს 5 გოლით C დივიზიონის ბომბარდირიც გახდა.