კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ განცხადებები წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილია
კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ განცხადებები წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილია

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ განცხადებები წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ამის შესახებ ვოლკერმა უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამას პუტინის ხელახლა არჩევის კონტექსტში განვიხილავ. ეს კამპანია – პრეზენტაციაა“, – განაცხადა ვოლკერმა.

აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობებში ბევრი კონკრეტული კითხვა აქვს, რაც შეშფოთებას იწვევს.

„ეს არის სირიაც, ჩრდილოეთ კორეაც და უკრაიანაც, ყირიმის ჩათვლით. ასევე შეიძლება, რუსეთთან სხვა ორმხრივი სამხედრო და დიპლომატიური პრობლემების გახსენება“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

შეგახსენებთ, 1 მარტს ფედერალური სხდომისადმი მიმართვისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული იარაღის უახლესი სისტემის გამოცდა წარმატებით განხორციელდა.