კუნძულ სიცილიაზე ტყის ხანძრების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
კუნძულ სიცილიაზე ტყის ხანძრების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ტყის ხანძრების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იტალიური მედიის ცნობით, პალერმოს გარეუბანში 70 წელს გადაცილებული წყვილის ცხედრები მათ დამწვარ სახლში იპოვეს. მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ მის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო.

„მწველი სიცხე და უპრეცედენტო გამანადგურებელი ხანძრები. ათწლეულების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა“, – განაცხადა სიცილიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტმა, რენატო შიფანიმ.

იტალიელმა მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ისინი ხანძრის 1 400 კერას ებრძოდნენ, მათ შორის 650-ს სიცილიაში და 390-ს კალაბრიაში.