კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

13:10, 18.08.2022

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი სალაშქროდ იმყოფებოდა, როდესაც შტორმში მოყვა.

საფრანგეთის პროვინცია ლუარასა და აინში კი, ძლიერი შტორმის გამო, 1000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ქვეყანას შტორმი სამშაბათს დაატყდა თავს.

მსგავსი