კულუსევსკი და 35 მილიონი ევრო ვლახოვიჩის სანაცვლოდ - „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ გარიგებას სთავაზობს #1TVSPORT
კულუსევსკი და 35 მილიონი ევრო ვლახოვიჩის სანაცვლოდ - „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ გარიგებას სთავაზობს #1TVSPORT

„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ თავდამსხმელის, დუშან ვლახოვიჩის შეძენით არის დაინტერესებული, – იუწყება Sport Mediaset.

გამოცემის ინფორმაციით, ფლორენციელთა სერბი ლეგიონერის ტურინში გადმოსაყვანად „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მზად არის, რომ „ფიორენტინას“ ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი და 35 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ტურინული კლუბის წარმომადენლებმა ფლორენციელებს ამ წინადადებით უკვე მიმართეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლახოვიჩის შესაძენად „არსენალი“ მზად არის, 68 მილიონი ევრო გადაიხადოს, თვითონ ვლახოვიჩს კი ხელფაის სახით სეზონში 18 მილიონი მისცეს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის სერბმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.