კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები კულტურულ მემკვიდრეობას არ აზიანებს

12:44, 24.08.2018

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ტაძრის წინამძღოლთან მოხდება შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შელესილი ადგილების გათავისუფლება, ან გაგრძელდება სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა, როლანდ ისაკაძემ პირველ არხს კოშკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

„ეს კოშკი არის მეექვსე საუკუნის. არსებულ სიტუაციამდე, ჭერში იყო 60-იანი წლების შელესილობა, საიდანაც ცვიოდა ბათქაში. ეს სამუშაო არ აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან“, – აცხადებს ისაკაძე.

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს.

აღნიშნული კოშკი 1972 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.

მსგავსი