„კუკეში“ საქართველოში ოთხეულის გარეშე გვესტუმრა - კოსოვოელს დღეს ელიან
„კუკეში“ საქართველოში ოთხეულის გარეშე გვესტუმრა - კოსოვოელს დღეს ელიან

ალბანეთის „კუკეში“ თბილისში დღეს, გამთენიისას გვიან ჩამოფრინდა და თბილისში დაბინავდა. 9 აგვისტოს, ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

თამაშამდე ორი დღით ადრე, „კუკეშმა“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართული მხარე ალბანური კლუბის 4 მოთამაშეზე ვიზებს არ გასცემდა – კერძოდ, მოზამბიკელ ფაიტ რეგინალდოს, მაკედონიელ ვალომ ეტრემსა და ედის მალიგის და კოსოვოელ ფატენ მალუკუს. აქედან გამომდინარე, უეფასგან 9 აგვისტოს თამაშის გადადებას ითხოვდნენ.

პირველი არხის ინფორმაციით, ბოლო მომენტში კოსოვოელ ფატონ მალოკუზე, გამონაკლისის, სახით, ვიზა მაინც დაუშვეს. მაგრამ ის და დანარჩენი პრობლემური სამეული (მოზამბიკელი ფაიფ რეგინალდო, მაკედონიელი ვალომ ეტემი და ედის მალიკი) თბილისში მაინც ვერ ჩამოფრინდნენ. ალბანელთა კოსოვოელი ფეხბურთელი თბილისში გუნდთან ერთად მოფრინავდა, მაგრამ ტირანას აეროპორტში პრობლემა შეექმნა. თუმცა, პირველ არხმა შეიტყოი, რომ ფატონ მალოკუზე თბილისში დღეს გამოემგზავრება.

დღეს, ორივე კლუბი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს. 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში მედიას “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი შეხვდება, გუნდი კი 19:30-ზე ივარჯიშებს. 20:45 საათზე “კუკესის” პრესკონფერენცია დაიგეგმა, ხოლო 21:00 საათზე – გუნდის ვარჯიში.