ლეგენდარული კუბელი მოკრივე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელიქს სავონი დაპატიმრებულია 12 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, – წერს Boxing Scene. აღნიშნავენ, რომ 51 წლის კუბელი ადრე უკვე იყო ეჭვმიტანილი მსგავს დანაშაულში.
დავამატებთ, რომ კრივის ისტორიაში მხოლოდ სამი მოკრივე გამხდარა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სავონის გარდა, ესენი იყვნენ კუბელი ტეოფილო სტივენსონი და უნგრელი ლასლო პაპი.
გარდა ამისა, სავონი ხუთჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.