კუბაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებს შორის ხუთი უცხოელი იყო, მათ შორის, ორი არგენტინელი. უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო ეკიპაჟის ექვსი წევრიც. ისინი მექსიკელები იყვნენ. კუბური მედია გარდაცვლილი მგზავრების შესახებ სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.
კუბაზე Boeing 737-ის ჩამოვარდნას სულ 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან გადარჩენილებიც. სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. Boeing 737-ი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავი, რომელიც კუბამ მექსიკური კომპანიისგან შეისყიდა, 1979 წელს იყო გამოშვებული.
ავიაკატასტროფის გამო კუბის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.