კუალიარელა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
PARMA, ITALY - MARCH 26: Fabio Quagliarella of Italy celebrates after scoring his team third goal during the 2020 UEFA European Championships group J qualifying match between Italy and Liechtenstein at Ennio Tardini on March 26, 2019 in Parma, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)
36 წლის ფაბიო კუალიარელა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელსაც იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით გოლი გაუტანია. 26 მარტს სკუადრა აძურამ ლიხტენშტეინი 6-0 დაამარცხა და ორი მატჩიდან ორი მოგებით J ჯგუფს ლიდერობს.
ანგარიში შეხვედრაში სტეფანო სენსიმ გახსნა, რასაც მეორე მარკო ვერატიმ დაუმატა და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა პენალტი, რომლის რეალიზებით ვეტერანი იტალიელი ისტორიაში შევიდა. ამას კუალიარელამ კიდევ ერთი გოლი დაუმატა, მეხუთე და მექვსე კი მოიზე კინმა და დებიუტანტმა ლეონარდო პავოლეტიმ შეაგდეს.
ექვსი ქულით იტალია ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილზე კი ოთხი ქულით საბერძნეთი იმყოფება.