კრუიფმა ეკვადორის ნაკრები დატოვა ისე, რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია
ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ ნიდერლანდელ სპეციალისტთან, ხორდი კრუიფთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
46 წლის კრუიფმა ეკვადორის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ეგას ლარაეატეგის ამცნო. მხარეებმა მოილაპარაკეს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე. კრუიფი გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს.
ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი ეკვადორის ნაკრებს 2020 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა.